ანა წითლიძე - არ გამოდის, გამუდმებულად ლანძღავდე ევროკავშირს და გქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები დაგელაპარაკებიან
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
მიხაილ პოდოლიაკი - არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,160 over past day
Ukrainian Ground Forces announce expanded opportunities for foreign volunteer fighters
Ukrainian border guards wipe out Russian ammo depot, shelters in Southern Slobozhanshchyna
Zelensky awarded state honors to radio, television, and communications workers
Budanov honors DIU Special Forces and presents them with unique knives bearing his signature

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელებს“ მოუწოდებს, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას მხარი დაუჭირონ

17.11.2025 ნახვები: 218

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის “რესპუბლიკელ” წევრებს მოუწოდა, ხმა მისცენ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნებას.

„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ხმა უნდა მისცენ ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დროა, შევეშვათ „დემოკრატების“ ამ სიცრუეს, რომელიც რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა მოაწყვეს, რათა „რესპუბლიკური პარტიის“ დიდი წარმატებისგან, მათ შორის „დემოკრატების“ „შათდაუნზე“ ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებისგან ყურადღების გადატანა შეძლონ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი აზრით, იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე კენჭისყრა ეპშტეინის საქმეში ხელს შეუწყობს იმ ბრალდებების დასრულებას, რომ ტრამპს რაიმე კავშირი ჰქონდა ეპშტეინის მიერ არასრულწლოვანი გოგონების ძალადობასა და ტრეფიკინგთან.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელიც მის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილებს შეიცავს. დოკუმენტების თანახმად, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს ჟურნალისტი მაიკლ ვოლფისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერს, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა ეპშტეინი, როდესაც წერდა, რომ დონალდ ტრამპმა „გოგონების შესახებ იცოდა“, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ არაფერი იცის“.

აღნიშნული დოკუმენტების გამოაქვეყნების შემდეგ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის „დემოკრატებთან“ კავშირების გამოძიება დაავალა.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა