ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო
28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
მიხეილ სააკაშვილი - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც
პროკურატურა - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ

ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან

13.11.2025 ნახვები: 236

დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან - ზუსტად იმ ხალხთან, ვისთან კომუნიკაციაც სამშობლოს ღალატად მეთვლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პროკურატურას მიმართავს:

„დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ.

გუშინ, 12 ნოემბერს, დილის საათებში (ზუსტი დრო არ მახსოვს, დავიბენი) ქ. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების შეხვედრების ერთ-ერთ ოთახში, შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან.

ზუსტად იმ ხალხთან, ვისაც სტრასბურგში ვხვდებოდი ხოლმე, ზუსტად იმ ხალხთან, ვისაც თქვენ „დიფ სტეიტის“ აგენტებად მოიხსენიებთ და ზუსტად იმ ხალხთან, ვისთან კომუნიკაციაც სამშობლოს ღალატად მეთვლება და ამის გამო, მალე გასამართლებას მიპირებთ.

აზრზე არ ვარ, ვინ შემოუშვა. თარჯიმანიც კი ჰყავდათ, ვაი, თუ ინგლისური დამვიწყებოდა. რა მექნა? რომელი ღარიბაშვილი ან ნებისმიერი ქოცი ჩინოვნიკი მე ვარ, რომ ენას კბილი დავაჭირო და ყველაფერი ეგრევე არ დავფქვა?

სულ საკნის ნომრების მიხედვით მოვუყევი ჩემი ამჟამინდელი მეზობლების შესახებ. სად ჯარის მძარცველი ზის, სად რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალის ფულის მომპარავი და სად ბაგა-ბაღების და სკოლების ასაშენებელი ფულის ქურდი.

მე მაინტერესებს, სად არის ამ დროს მამუკა, როდესაც „დიფ სტეიტი“ თარეშობს რუსთავში? სად არის შინაგან სამინისტრო? ბოლოს და ბოლოს, სად არის ნანა კაკაბაძე? შარმანაშვილი?

პ.ს იქნებ დროულად ამოიღოთ ციხის შიდა კამერების ჩანაწერები, სანამ წააშლევინა ბაჩიაშვილმა“, - წერს ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა