მიხეილ სააკაშვილი - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო
28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
მიხეილ სააკაშვილი - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც
პროკურატურა - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

პროკურატურა - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება

13.11.2025 ნახვები: 218

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 63 პირს ბრალდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება და კვალიფიკაცია არ იცვლება, ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი, ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება.

„2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.

63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება.

ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა