ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია

10.11.2025 ნახვები: 503

ჟურნალ "ინდიგოს" რედაქციის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ბიურომ "გრანტების კანონის" საფუძველზე მათ მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. მკითხველისადმი ამ ინფორმაციის შემცველ მიმართვას გამოცემა Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

"ძვირფასო მკითხველო,

ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

სიყვარულით,

ინდიგო", - წერია მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა