სუს - 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის კანცლერთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან გაყინული რუსული აქტივების საკითხი განიხილა
ამინდი 6 დეკემბერს
ეუთო-ს 39 ქვეყანა - საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სივრცის შევიწროებას აჩვენებს
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება - რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ნამდვილი ერთგულება გამოხატოს
Amnesty International - ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით
ელენე ხოშტარია - რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი და ახლა თავის გადარჩენით არის დაკავებული
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა

ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

10.11.2025 ნახვები: 315

გარდაიცვალა გორის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი , შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი და ყოფილი სპორტსმენი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის „ვისკის საქმეზე“ იყო დაკავებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ბორის გოგიჩაიშვილი პატიმრობიდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა მას აღკვეთის ღონისძიება 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი.

გოგიჩაიშვილი იმ შვიდ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ალკოჰოლის არალეგალური წარმოების საქმეზე დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკიც.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები გორში, იჯარით აღებულ ფართში აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებსა და ინახავდნენ უაქციზო სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების შედეგად ამოღებულია 75 ათასზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.

საქმეზე დაკავებული სხვა პირები ისევ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა