არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა
პოეტ პაატა შამუგიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
წალენჯიხის მერის მიერ მოქალაქეთა მიღების დღედ ოთხშაბათი განისაზღვრა
წალენჯიხაში მერმა გუბა საჯაიამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა -2025 გახსნა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
შსს - დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
ზოჰრან მამდანი - თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით

წალენჯიხაში მერმა გუბა საჯაიამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა -2025 გახსნა.

04.11.2025 ნახვები: 181

წალენჯიხაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025 მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ გახსნა. ღონისძიება ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტკომპლექსის დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური ჩართულობითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 
სასკოლო ოლიმპიადაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას 27 საჯარო სკოლის 727 მოსწავლე იღებს. შეჯიბრი მიმდინარეობს: მინი ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, მძლეოსნობის, ბადმინტონის, მხიარული სტარტების და სპორტულ-შემეცნებით სახეობებში.
 
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს მერთან ერთად, მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ჩატარების მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზება წარმოადგენს. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა