თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
შსს - დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
ზოჰრან მამდანი - თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით
ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც
გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოეტი პაატა შამუგია დააკავეს
ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

შსს - დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

05.11.2025 ნახვები: 215

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ახალი ბრალდება წარედგინება, მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე კი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც დარახველიძე აღნიშნავს, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.

„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ არის ცნობილი გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების საქმე. აღნიშნულ ეპიზოდზე 5 პირია ბრალდებული, მათგან კი სამი - გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილია დაკავებული. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა