შსს - დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
ზოჰრან მამდანი - თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით
ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც
გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოეტი პაატა შამუგია დააკავეს
ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს
პაველ ჰერჩინსკი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო

გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

05.11.2025 ნახვები: 213

64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გარდაიცვალა. 

მათივე ცნობით, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა გვიან ღამით გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზებე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, მიტროპოლიტი სერაფიმე დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმინდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად. 1992 წლის 26 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. 2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა