PACE-ში საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები - დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს
ნინო დათაშვილ 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
წალენჯიხის მერი - წალენჯიხის მერია იქცევა მოქნილ, ადგილობრივების საჭიროებების დროულად მომგვარებელ უწყებად
პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს
Drones attack oil refinery, chemical plant in Russia – media
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,150 over past day

პროკურატურა სასამართლოს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს

29.10.2025 ნახვები: 182

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.

„პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა