დონალდ ტრამპი - როცა საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით
ლევან ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში მყოფებს - ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა ცოტა ხანი გიყუროთ
ფინეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს ომის გაგრძელებაში ჩინეთი ეხმარება
Russia loses 1,060 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
Fraud suspect charged for scamming soldier out of $4,800 in Kyiv
"White Angels" deliver 754 tons of food to civilians – Ministry of Internal Affairs
Ukrainian Defense Forces destroy five Russian vehicles and motorcycle in Lyman sector
Ukrainian soldiers neutralize Russian Molniya-2 drone using electronic warfare systems

ფინეთის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს ომის გაგრძელებაში ჩინეთი ეხმარება

28.10.2025 ნახვები: 211

რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ რუსეთი მასში რაღაც ფორმით ჩაერთვება, ჩინეთის მხარდაჭერით ან რაიმე სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი რუსეთის ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან“, - განაცხადა ანტი ჰაკანენმა.

მისი თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.

„აქვს თუ არა დასავლეთს ძალა და გამბედაობა მაშინ, როდესაც ავტოკრატები და დიქტატორები ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელება კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ? ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალადობის წინააღმდეგ კვლავ ძლიერები ვართ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს სიგნალია ძალადობისა და ომის წინააღმდეგ, ასევე სიგნალია ჩინეთისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის“, - აღნიშნა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა