სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარედგინა
სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მოწოდებაა აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები
შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გახარიას პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეუტანლობის მიზეზი მათი საპარლამენტი საქმიანობაა
შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“ მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ - მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება

დონალდ ტრამპი - როცა საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით

28.10.2025 ნახვები: 224

როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო საშუალებით დავიცავთ და ეს, როგორც წესი, პოლიტკორექტული გზა არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „აშშ-ს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს“.

„ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს. ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა