ამ ზამთარს უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„ამ ზამთარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინამ საკუთარი თავის დაცვის უნარი უნდა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ვადეფულმა.
ასევე, გერმანიის საგარეო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ შეთანხმებას დეკემბერში მიაღწევს.
„ჩვენ გრაფიკის შესაბამისად ვმუშაობთ. ვფიქრობ, თუ კომისია შესაბამის გეგმებს წარადგენს, მაშინ გადაწყვეტილების მიღება დეკემბერში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო მინისტრმა.