4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა

ნახვები: 777 ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის ამას იკვლევს,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა კონგრესმენმა“, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განმა განაცხადა.

უილსონის თქმით, შთაგონება არის ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს.

„ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მტკიცედ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით. მე თვითონ ძალიან მოხარული ვარ, რომ ვავრცელებ ინფორმაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ისევ და ისევ, ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ნამდვილად არსებობს მსგავსება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს ოჯახი თავად გამოიქცა კომუნისტური ქვეყნიდან. მას კარგი აღქმა აქვს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მასზე უკეთესი სახელმწიფო მდივანი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წასახალისებლად ვერ გვეყოლებოდა. იგივეს ვიტყვი, დონალდ ტრამპზე, რომელიც ის ადამიანია, ვისაც მთელ მსოფლიოში სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მე პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მივეცი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ამას იკვლევს, მაგრამ გავიმეორებ, ჩვენ შთაგვაგონებს ქართველი ხალხი, რომელიც მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს და ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტია, რომ მსოფლიოს ქვეყნები ატარებდნენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ჯო უილსონმა, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა