კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ჩინური ანაკლია - ალტერნატივის გარეშე

ნახვები: 3262 ჩინური ანაკლია - ალტერნატივის გარეშე

ვინმემ მიაქცია ყურადღება აშშ-ს ოფიციოზის აზრს ანაკლიას პროექტის ჩინელებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით?

მოგეხსენებათ - ბლინკენმა განაცხადა შემდეგი - საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, და მისი ნებაა ვისთან ითანამშრომლოს, თუმცა, მთავრობამ „სიფრთხილე“ უნდა გამოიჩინოს პეკინთან თანამშრომლობის დროს.

მოგვიანებით აშშ-ს საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა დააზუსტეს იმ რისკების ჩამონათვალი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ჩინელი ინვესტორების შემოსვლასთან - არაადეკვატური ვალების აკიდება, სამუშაოების შესრულების დაბალი ხარისხი, ადგილობრივი მუშახელის დისკრიმინაცია და ჩინელების გულგრილი დამოკიდებულება ეკოლოგიისადმი.

ანუ, ის, რაც მთელმა მსოფლიომ იცის, და რასაც ჩვენც არაერთხელ შევჯახებივართ. მაგრამ აბა დაუკვირდით - რა აკლია საელჩოს განცხადებას? აკლია ერთი რამ - მტკიცება „რუსული საფრთხის“ შესახებ. არ გენიშნათ?

საქართველოში რატომღაც დომინირებს სრულიად გაუკუღმართებული აზრი, თითქოს ჩინეთი - იგივე რუსეთია, რომ ანაკლიას პორტს რეალურად არა ჩინელები, არამედ რუსები გააკონტროლებენ. ანაკლიას პროექტი აძლევს ჩინეთს შავ ზღვაზე ლოგისტიკური ჰაბის შექმნის და ამით მოგების გაათმაგების შესაძლებლობას, ოღონდ ამ სარფიან ვარიანტზე პეკინი თავად იტყვის უარს, და გადასცემს ამ პროექტზე კონტროლს რუსეთს, რომელიც ყველანაირად შეეცდება მის დასამარებას.

რატომ გააკეთებს ამას ჩინეთი, რომელიც დღეს არის ერთად-ერთი ძალა მსოფლიოში, რომლისაც პანიკურად ეშინია პუტინს? საიდან ეს წარმოდგენა, რომ ჩინელები იმდენად უფრთხილდებიან რუსეთთან ურთიერთობებს, რომ ფაქტობრივად აჩუქებენ კრემლს თავისივე ინვესტიციებით აშენებულ სტრატეგიულ პროექტს?

ეს შიშები - სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის და რუსეთის დუეტში სწორედ ჩინეთია უფროსი, ხოლო რუსეთს შეუძლია იფიქროს საკუთარ ინტერესებზე იმ დონემდე, სანამ ის გადაეკვეთება ჩინეთის ინტერესებს.

აშშ-ს პოზიცია ნათლად მეტყველებს - ამერიკა არც კი მიიჩნევს დასაშვებად იმ აზრს, რომ ჩინეთთან ერთად პროექტში შემოიპარება რუსეთი. ვაშინგტონში კარგად იციან - რაც ჩინურია - ის მხოლოდ და მხოლოდ ჩინურია.

ჩინეთს არ გააჩნია ალტერნატივა ანაკლიაში. შუა დერეფანი - ჩინური პროექტია, ის გათვლილია ჩინურ ტვირთებზე. ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა განაცხადა სრულიად კომიკური რამ - „ანაკლიაში შევლით ჩინეთი ცდილობს შუა დერეფნის გაკონტროლებას“. ბატონები და ქალბატონებო... ჩინეთი უკვე აკონტროლებს შუა დერეფანს, რადგანაც მის გარეშე არანაირი დერეფანი არ იარსებებს, ანაკლიას პორტს კი აშენების თეორიული შანსიც არა აქვს.

ასევე ეს ამბავი დადებითია პოლიტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ქოცების „გარუსების“ ფონზე. სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციებია ის მთავარი აქტივი, რომელიც სჭირდება რუსეთს საქართველოში. ამის გარეშე მოსკოვის კონტროლი თბილისზე უფრო რიტორიკული იქნება ვიდრე რეალური.

თუკი შუა დერეფანი გადავა საბოლოოდ ჩინეთის ხელში, ხოლო აფხაზეთის საკითხის დაურეგულირებლობა არ მისცემს ოცნებას აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საშუალებას - ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის მარწუხი საქართველოს კისერზე სუსტი იქნება.

ანუ, უკან შემობრუნება, რამე რომ იყოს, ყოველთვის შესაძლებელი იქნება.

პირველი ნათელი წერტილი იმ შავ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა