British intelligence names issues N. Korean troops to face in Russia
N.Korea, Russia launch cooperation in high tech development
Russia prepares for further tax rises due to war – Reuters
Finland to try Russian neo-Nazi Rusich mercenary for war crimes in Ukraine
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
HarrisX ეგზიტპოლზე: ცესკოსთან სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები ხმების 8%-ზე მეტს მოიცავს
მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში
თინა ბოკუჩავა - იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს

არასდროს არსად მივდივარ იმის იმედით რომ გავიმარჯვებ - ნუგზარ ბუცხრიკიძე

15.04.2024 ნახვები: 609

ნოდარ დუმბაძე დღემდე ახალგაზრდობის და არა მხოლოდ საყვარელ ავტორად, რჩება. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თეატრი მოდი ნახე, მაყურებელს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, „ბოშები“ სცენურ ინტერპრეტაციას სთავაზობს.

ნაწარმოები ეფუძნება ჰუმანიზმს. დღეს ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვაკლია, და გვჭირდება.

ეს შესანიშნავად იცის, რეჟისორმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ და ამიტომაც მისი არჩევანი ბოშებზე შეჩერდა. ნაწარმოები, მაქსიმალურად იძლევა სტუდენტების სხვადასხვა უნარების გამოვლენის საშუალებას და ეს ჩანდა სპექტაკლში როცა ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. 

ნუგზარ ბუცხრიკიძეს დიდი გამოცდილება აქვს სტუდენტებთან მუშაობის, რომელმაც ფაქტია, ისე შეაყვარა თეატრი სტუდენტებს, რომ მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია.  სპექტაკლი გამოირჩეოდა, ორიგინალური მიზანსცენებით, უაღრესად საინტერესო ეპიზოდებით და დინამიკურობით, რაც უდავოდ რეჟისორის დამსახურებაა.

სტუს-ს სტუდენტები უკვე გამოცდილი მოყვარული მსახიობები არიან და მათი ამ თეატრში მიღებული ცოდნაა,  ამ კონკრეტულ დადგმაშიც გამოვლინდა.

18 აპრილის, „მოდი ნახეს“ დასი, თურქეთში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება - ამ და სხვა საკითებთან დაკავშირებით რეჟისორსა და სპექტაკლი მონაწილეებს გავესაუბრე. 

გთავაზობთ, თეატრ "მოდი ნახეს" სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუგზა ბუცხრიკიძის ინტერვიუს:

ბატონო ნუგზარ, რომელ ფესტივალზე მიდიხართ? რატომ მიგაქვთ ბოშები და რა მოლოდინები გაქვთ?

თეატრი „მოდი ნახე“ მიდის “International festival of school and student amateur theatres“-ზე , რაც შეეხება რატომ მიგვაქვს ბოშები, იქაური იმპრესარიო ვინც არის, მასთან ვმეგობრობ,  ნახა ჩვენი რეპეტიცია, ჩამოსული იყო და ჩუმად შემოვიდა რეპეტიციაზე. ეს ცეკვები, სიმღერები რომ ნახა მითხრა, რომ როგორც თქვენთან, ჩვენთანაც ხალხი დაზაფრულია და იქნებ ცოტა გავამხიარულოთ ხალხიო. აუ, რა ბიჭები და გოგოები გყავსო, რა ენერგია მოდისო. გეხვეწები წამოიღეო. გავოცდი, არ არის ეს საფესტივალო სპექტაკლი თქო, გეხვეწები წამოიღეო. ასე გადაწყდა.

დროშიც შეზღუდული ვართ, საათს არ უნდა გადაშორდეს, მან მიიჩნია, რომ საინტერესო სპექტაკლია, თან დუმბაძის შემოქმედებას იცნობს, ერთხელ ძალით წავაკითხე და მიჰყვა და თავისით წაიკითხა ყველა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებთან ბევრი ვისაუბრე დღევანდელ სპექტაკლზე, არ ვაპირებდი თქვენთვისაც კითხვა დღევანდელ „ბოშებზე“ თუმცა საინტერესოდ არის გადაწყვეტილი ბავშვის დაბადების სცენა, რატომ გადაწყვიტეთ ასე?  რა იდეა ჩადეთ?

ნინა ბებო გვაჩვენებს, წერილს სადაც წერია, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, ეს კიდე მაინც ცდილობს მკითხავისგან იმედი მიეღო. განა არ იცოდა, რომ მისი შვილი მკვდარი იყო? ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ სიცოცხლე გაგრძელდა, გრიშა დაიღუპა მაგრამ ახალი გრიშა გაჩნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მარია კალასის ფრაგმენტი, საერთოდ ფანატი ვარ კალასის. სიცოცხლე გაგრძელდა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე მაწუხებს, დღეს ისრაელისა და ირანის ამბავმაც იმოქმედა, რაც იქ მოხდა. ჰოდა, ბოშაში გადავიდა აქ სიცოცხლე, ზეიმია სიცოცხლის დაბადება.

დაახლოებით თქვენი ასაკი ვიქნებოდი, როცა რუმინეთში, ბოშების ბავშვის დაბადებას შევესწარი, ეს იყო მათთვის დიდი ზეიმი და ეს სცენა ისე ჩამრჩა თავში და ეს ყველაფერი ვაქციე ამ სპექტაკლში, მიზანსცენად.  ძალიან მინდოდა ეს სცენა ყოფილიყო ძალიან განსხვავებული და არ ვიცი რამდენად გამოვიდა.

გერმანიაში, ამ სცენის შემდეგ დაახლოებით 5 წუთი უკრავდა ტაშს მაყურებელი.

ბატონო ნუგზარ, თქვენმა მსახიობებმა ერთი საინტერესო რამ მითხრეს დღეს, რომ თურმე როგორც რეჟისორს კარგი მიმღებლობა გაქვთ, მსახიობის მიერ შემოთავაზებულ იდეას, რომ მისი პერსონაჟისთვის თუ რაღაც ახალი დეტალი მოიფიქრა, რომელსაც გისაბუთებთ თუ რატომაა საჭირო, თანხმდებით. რეჟისორები მიმღებლობით არ გამოირჩევიან.

მართალია, მეც ვეუბნები ხოლმე, მოიფიქრეთ, თუ მისაღები იქნება, თუ ჩაჯდება კონცეფციაში, სიამოვნებით მივიღებ და მერე ძალიან უხარიათ. არასდროს არ ვზღუდავ. შეატყობდით, ამათ ფანატიკურად უყვართ თეატრი.

გულწრფელები არიან და ეს გულწრფელი სიყვარული ჩანს.

ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, როგორი ვიყავი მე და როგორი არიან ისინი.

ბატონო ნუგზარ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო ფესტივალზე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა უნდა წარადგინოთ! გელოდებით და აქვე მინდა პირობა, რომ ფესტივალის შემდეგ ემოციებს თქვენ და თქვენი მსახიობები ინტერვიუში გამიზიარებთ.

დიდი მადლობა, არასდროს არსად მივდივარ იმის იმედით რომ გავიმარჯვებ. რატომ მინდა ევროპაო? - მეკითხებიან ხოლმე. იმიტომ, რომ ყველამ მინდა ნახოს რა არის ევროპა! კარგად იმუშაოს მერე, კარგად იცხოვროს და დაუფასდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო. მთავარი გამარჯვებაა, ისაა რომ მთელი მსოფლიო ჩვენს კულტურას გაეცნობა. 

სტატია და ინტერვიუები ვრცლად: გურიაში ბოშებს ჩაჩნებს ან ციგნებს ეძახდნენ - თეატრ „მოდი ნახეს“ ბოშები

რეცენზია, სპექტაკლზე "თეთრი ბაირაღები" - უდანაშაულო აქ ორი ადამიანია - თეთრი ბაირაღები სტუს-ს სცენაზე

გუგა ჩარგეიშვილი: დედაჩემი ემიგრანტია, სწორედ აქედან ვიხელმძღვანელე, რას გააკეთებდა გუგა მოცემულ სიტუაციაში

გიორგი ჭანტურია:ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია

ყველაზე დიდი იარაღი თეატრისადმი სიყვარულია - ლუკა ხუციშვილი

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა