Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin
DIU examines new Russian Geran-5 K5-K drone: Nearly 100 foreign components, most of them American
Trump hopes to meet Xi and Putin at APEC summit in China
Zelensky expresses condolences to Türkiye following tragedy at steel plant
ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ – ორივე მხარე ბრძოლით დაიღალა

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ გახდება კანდიდატი ქვეყანა

ნახვები: 610 მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ გახდება კანდიდატი ქვეყანა

ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ევროსაბჭოს ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა.

„ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ევროსაბჭო გაიზარდა, მაგრამ ევროკავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა. ალბათ, ჩვენ შეგვიძლია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, დასავლეთ ბალკანეთის მიღმა რაოდენობა ფართოვდება იმ წევრების ხარჯზე, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში არიან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს, სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდ უფრო ფართო და მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა