ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში-დავით არახამია

ნახვები: 548 ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში-დავით არახამია

კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოეს სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების საკითხი საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში მინდა, საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია, არ დაზარალდება, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, – ამის შესახებ უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში“.

„იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, არის პრობლემა, როგორ მოხდეს მისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია. ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლობის მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები. ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, – განაცხადა არახამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა