4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით

ნახვები: 461 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით

უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერის დონით, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ფაკულტეტის წევრებთან ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილზე, რომელიც გვსურს, ისრაელისგან მივიღოთ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება. გთხოვთ, დაიმახსოვროთ, რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, როგორია ჩვენი კავშირები და როგორი უნდა იყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგების დონე“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინაში გაზრდილ სიონისტ პიონერებზე საუბრისას, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, გოლდა მეირი, მწერალი შოლემ ალეიხემი და პრეზიდენტი იცხაკ ბენ-ზვი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერ ხედავს, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა. ისრაელის მედია წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ისრაელი ცდილობდა, შეენარჩუნებინა კავშირები მოსკოვთან და ბოლო დრომდე უარს ამბობდა უკრაინაში თავდაცვითი ტექნიკის გაგზავნაზე, სამაგიეროდ, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა და საველე ჰოსპიტალი მოაწყო დასავლეთ უკრაინაში ექვსი კვირის განმავლობაში.

„რატომ გვაქვს გაუგებრობა, არასწორი კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არ ვიცი. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა. მადლობელი ვარ ისრაელის ხალხის. მადლობელი ვარ თქვენი გულწრფელი და ემოციური მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ, უკრაინელების მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ თქვენს ქუჩებში უკრაინის დროშებისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან ვაფასებთ. რუსი სამხედროები წვავენ ჩვენს ქალაქებს, ანგრევენ ყველაფერს. ქუჩებში ესვრიან ხალხს, აწამებენ, აუპატიურებენ არასრულწლოვნებს, ბიჭებსა და გოგონებს. მათ შექმნეს ფილტრაციის ბანაკები, სადაც აწამებენ ადამიანებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა