ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 546 გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს-მამუკა მდინარაძე

დეოლიგარქიზაციაზე სამივე ქვეყნის მიმართ ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის განმარტებით, შეუძლებელია, შექმნა კრიტერიუმი, რომელიც არ მოერგება შეძლებულ რაღაც ჯგუფს, რომლებიც მედიასაც ფლობენ, მედიასაც აფინანსებენ და პოლიტიკურ გავლენასაც ვერ დავუწუნებთ.

„დეოლიგარქიზაციაზე სამივე ქვეყნის მიმართ ჩანაწერი შეიძლება, გახდეს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ გაირკვეს სიმართლე, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ჯდება იმ ნებისმიერ კრიტერიუმში, რომელიც სიტყვა ოლიგარქს მოარგო და ისე არ აღმოჩნდეს, რომ თქვენი დამფინანსებლები ამ მახეში გაებან. მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დათქმა ოლიგარქების შესახებ ნებისმიერი ფორმით თეორიულად დასაშვები კრიტერიუმი რაც შეიძლება იყოს, მაგრამ შემთხვევით ისე არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი რეალური და ნამდვილი ოლიგარქებისთვის მახე აღმოჩნდეს, რადგან შეუძლებელია შექმნა კრიტერიუმი, რომელიც იმ ადამიანს მოერგება, რომელიც თქვენ გინდათ და არ მოერგება რეალურად გავლენის არალეგიტიმურად მაძიებლების – ფულიან, შეძლებულ რაღაც ჯგუფს, რომლებიც მედიასაც ფლობენ, მედიასაც აფინანსებენ და პოლიტიკურ გავლენასაც ვერ დავუწუნებთ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მეუბნება – თუ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს არ მოარგეთ, მაშინ არ მოერგებაო. თქვენ გინდათ, გვარი ჩავწეროთ და ჩვენ ობიექტურ კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ. ამაშია განსხვავება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა