ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დარწმუნებული ვარ, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, სტატუსს მიიღებს-ივან კორჩოკი

ნახვები: 544 დარწმუნებული ვარ, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, სტატუსს მიიღებს-ივან კორჩოკი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ გაცემული რეკომენდაციების მიმართ ფართო მხარდაჭერა არსებობს.

მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ამასთან, ივან კორჩოკი ამბობს, რომ სამივე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, იცხოვრონ ევროკავშირში, ამიტომ ისინი არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღეს უპრეცედენტო ვითარებაში, რაც არის ომი უკრაინაში. სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. რეკომენდაციაში არის კონკრეტული პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს იქნება ძალიან მკაფიო პასუხი რუსეთის აგრესიაზე და ფაქტი, რომ სამი ქვეყანა და მათი მოქალაქეები საკუთარ მომავალს ხედავენ ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებაში არ უნდა იყოს გეოპოლიტიკა, რადგან სამივე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, იცხოვრონ ევროკავშირში, ამიტომ ისინი არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, თითოეული ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ არის ინდივიდუალური და დამსახურებაზე დამოკიდებული. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს სტატუსს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა