ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 545 ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა