ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯო ბაიდენი - ვიდრე აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ამ კონფლიქტში უშუალოდ არ ჩავერთვებით

ნახვები: 543 ჯო ბაიდენი - ვიდრე აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ამ კონფლიქტში უშუალოდ არ ჩავერთვებით

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკა არ ეცდება, უკრაინას ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა აიძულოს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა The New York Times-ისთვის დაწერილ სტატიაში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ არ ილტვის რუსეთისა და ნატო-ს ომისკენ; ასევე, არ სურს ომის გახანგრძლივება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს „ტკივილი მიაყენოს“.

„მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღმაშფოთებელია, ამერიკის შეერთებული შტატები არ ეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. ვიდრე ამერიკასა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ ამ კონფლიქტში უშუალოდ ჩართული არ ვიქნებით, არც უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნით, არც რუსეთის ჯარზე თავდასხმით“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის გამო მაღალი საფასური უნდა გადაიხადოს. „სხვა შემთხვევაში, ეს სხვა აგრესორებისთვის სიგნალი იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციისთვის“, – აღნიშნავს ბაიდენი.

ბაიდენი წერს, რომ არაპროვოცირებული სისასტიკე, სამშობიაროებისა და კულტურული ცენტრების დაბომბვა, მილიონობით უკრაინელის იძულებით გადაადგილება ამ ომს ყველაზე ღრმა მორალურ საკითხად აქცევს. ბაიდენის თქმით, სინდისის მქონე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, გულგრილი დარჩეს ამ სისასტიკის მიმართ.

„ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნავს ბაიდენი.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, იხილოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალება, შეაკავოს თავდამსხმელი და დაიცვას თავი.

„ჩვენ სწრაფად გავუგზავნეთ უკრაინას მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღი და საბრძოლო მასალები, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე ძლიერი პოზიციის დაკავება შეძლოს და ასევე, მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, იარაღის ახალი პარტია საშუალებას მისცემს უკრაინელებს, უფრო ზუსტად დაარტყან საკვანძო ობიექტებს ბრძოლის ველზე.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა