ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

აშშ-ში საქართველოს და უკრაინის ელჩებმა შეხვედრა გამართეს

ნახვები: 548 აშშ-ში საქართველოს და უკრაინის ელჩებმა შეხვედრა გამართეს

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა აშშ-ში უკრაინის ელჩთან, ოკსანა მარკაროვასთან.

საელჩოს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება. დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

უკრაინის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ელჩს. ასევე, მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევებს გაუმკლავდებიან და ერთად მშვიდობიან მომავალს შექმნიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა