ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დატყვევებული ჯარისკაცების პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია-ბატალიონ „აზოვის“ მეთაური მეუღლეს ტელეფონით ესაუბრა

ნახვები: 546 დატყვევებული ჯარისკაცების პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია-ბატალიონ „აზოვის“ მეთაური მეუღლეს ტელეფონით ესაუბრა

ბატალიონ „აზოვის“ დატყვევებულმა მეთაურმა, დენის პროკოპენკომ მეუღლესთან დარეკვა შეძლო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამომცემლობის ცნობით, სატელეფონო საუბარი წითელი ჯვრის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან შეთანხმებით შედგა. დენის პროკოპენკომ მეუღლეს განუცხადა, რომ დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა დონეცკის ოლქში, ელენოვკას ციხეში იმყოფება, ხოლო მძიმედ დაჭრილი მებრძოლების მცირე ჯგუფი რჩება ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.

„მან თქვა, რომ კარგად არის და მკითხა, როგორ ვიყავი. პირობები ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. მათ აძლევენ საკვებს და წყალს. პირობები პასუხობს მოთხოვნებს და მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში არის მესამე მხარე – გაერო და წითელი ჯვარი – რომელიც აკონტროლებს სიტუაციას“, – განაცხადა „აზოვის“ მეთაურის მეუღლემ კატერინა პროკოპენკომ.

„გარდიანის“ ცნობით, კატერინა პროკოპენკომ შექმნა ორგანიზაცია ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლების მხარდასაჭერად, რომელშიც ასევე შედიან უკრაინელი მესაზღვრეები და უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები.

„მიზანი არის პატიმრებთან ყოველკვირეული სატელეფონო ზარების ორგანიზება, ჩვენი ბიჭების შესახებ რუსული ყალბი ინფორმაციის გამოვლენა, მათთვის დამაკმაყოფილებელი პირობების უზრუნველყოფა: საწოლების, მედიკამენტების, წყლის და საკვების. ასევე აგიტაცია მათი სწრაფი გათავისუფლებისთვის“, – აცხადებს კატერინა პროკოპენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა