ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ჯანმრთელობის საკითხზე ამდენი პოლიტიკური განცხადების ფონზე, სამწუხაროდ, აქ ჩემი რეალური განკურნება შეუძლებელი ხდება

ნახვები: 542 მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ჯანმრთელობის საკითხზე ამდენი პოლიტიკური განცხადების ფონზე, სამწუხაროდ, აქ ჩემი რეალური განკურნება შეუძლებელი ხდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეისობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება, მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება. მე არ ვიცი, ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის რაც ვიცი, ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ჰორიზონტალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. ჩემი ჯანმრთელობის საკითხზე ამდენი პოლიტიკური განცხადების ფონზე, სამწუხაროდ, აქ ჩემი რეალური განკურნება შეუძლებელი ხდება. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის პოსტში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა