ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე-მეუფე შიო მუჯირი

ნახვები: 543 ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე-მეუფე შიო მუჯირი

ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სასულიერო პირებთან ერთად ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„თქვენ ალბათ იცით ეკლესიის სწავლება, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. რაც შეეხება მსგავსებას, ამაზე არსებობს წმინდა მამათა სწავლება შეთანხმებული, მაგრამ რაც შეეხება ხატებას ამაზე გამოთქმულია სხვადასხვა აზრი, მამათა უმრავლესობა ამბობს, რომ ხატება მდგომარეობს ადამიანის გონებაში, მის თავისუფალ ნებაში, ამბობენ ასევე, რომ ეს არის სული, სამშვინველი და სხეული, მაგრამ არიან წმინდა მამები, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება გახლავთ ოჯახი. ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთვისება ადამიანისა, რითიც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან, არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, რელიგია და ქორწინება. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და როდესაც ადამიანი უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებასაც კარგავს ადამიანი და ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილად? ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება, ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა, დღეს დადგა და ვიმეორებ, რომ ჩვენ კი არ აღვადგენთ რამე წესს, ჩვენს მამა-პაპათა მიერ მოგონოლს, არამედ უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში, თუ დაიკარგება ეს უწმინდესი ღირებულება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“,- განაცხადა მეუფე შიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა