ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში-ღარიბაშვილი

ნახვები: 540 ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში-ღარიბაშვილი

ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თამარის ეპოქა და შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, თამარობას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.

ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა.

ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა