ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 540 საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში.

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი.

2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდ, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის.

შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა