ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ პრემიერა გაიმართა

ნახვები: 539 მედიის წარმომადგენლებისთვის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალურად ევროპის დღისთვის შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ პრემიერა მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 9 მაისს, ევროპის დღეს, ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოიცავს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრო.

„ეს არის წინასწარი ჩვენება თქვენი კოლეგებისა და მედიისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენს კოლეგებს ფილმი მოეწონებათ. ფილმის იდეა არის, რომ ევროპის დღეს ვისაუბროთ ევროპულ და მე ვიტყოდი, ქართულ ღირებულებებზე. ეს ფილმი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. საუბარია სხვადასხვა ფუნდამენტურ ღირებულებებზე – დემოკრატიაზე, თანასწორობაზე, თავისუფლების მრავალფეროვნებაზე, რაც ვფიქრობ, ნამდვილად აერთიანებს ევროკავშირსა და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციით ამ საკითხების განხილვა უფრო აქტუალური გახდა და იმედი მაქვს, რომ ეს ფილმი კარგი საწყისი წერტილი იქნება. ეს არის საქართველოს ცივილიზაცია, ეს ფუნდამენტური პროცესია. ვფიქრობ, ეს სწორი პროცესია. ვიცი, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროპული მისწრაფებებისკენ და ეს ფილმი იქნება ამის დემონსტრირების ნაწილი“, – განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება.

ევროკავშირს საფუძველი სამოცდათორმეტი წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. სწორედ ამ დღეს წარადგინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია, რომელიც დღევანდელი ევროკავშირის საწყისად მიიჩნევა. ამიტომ, ევროპაში მშვიდობის და ერთიანობის აღსანიშნავად, სწორედ 9 მაისს ზეიმობენ ევროპის დღეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა