ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა

ნახვები: 544 საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა

დანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლოტე მაქონთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტინა მარკუს ლასენთან შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

ქართული დელეგაციის წევრებმა დანიურ მხარეს განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია მათ შორის, კარგი მმართველობის, მედია თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, ენერგეტიკას, გენდერს და შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად მუშაობას გააგრძელებენ.

„დანიურმა მხარემ კვლავ დაგვიდასტურა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, რაც არსებული ვითარების ფონზე და ნატო-ს სამიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამინისტროს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ  რეფორმებს და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დანიის სამეფოში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა