ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად

ნახვები: 548 ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ღიაა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ „ყოველთვის ღიაა დამატებითი სანქციებისთვის“.

„მე ვისაუბრებ „დიდი შვიდეულის“ წევრებთან მიმდინარე კვირაში იმის შესახებ, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვას, ასევე რუსეთის უმსხვილესი ბანკის „სბერბანკის“ და სხვა კომპანიების სვიფტის სისტემიდან გათიშვას, სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლისთვის მაუწყებლობის აკრძალვას და ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩამდენი პირების „შავ სიაში“ შეყვანას“.

ამასთან, დამატებითი სანქციები დააწესა ბრიტანეთმა. ლონდონმა შავ სიაში შეყვანა კიდევ 63 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის რუსული მედიაკომპანიები და მათი მფლობელები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა