ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი-ზელენსკი

ნახვები: 543 მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას უკრაინა-ბრიტანეთის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

ზელენსკის თქმით, მადლობას უხდის გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი.

„2020 წლის 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და 2022 წლის 24 თებერვალს მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენი პარტნიორობა ქაღალდზე არ არის. ჩვენი პარტნიორობა ბრძოლის ველზეა. ბრძოლები საერთო იდეალებისთვის, ბრძოლები საერთო მომავლისთვის. თითქმის ათი კვირაა, რაც რუსეთის ფედერაციამ მათ სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ჩვენს ულამაზეს უკრაინულ მიწაზე შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში უკრაინა და ბრიტანეთი პარტნიორებიდან მეგობრებად და ძმებად გადაიქცნენ. თითქმის ათმა კვირამ დაამტკიცა: არ არის საშინელება, როცა შენს წინააღმდეგ ასეთი ბოროტი მტერია, თუ გვერდით არის ასეთი კარგი მეგობარი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ლიდერი ბორის ჯონსონი. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც ჩვენთან ერთად უახლოვდება ამ მომენტს და რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი. და ეს ჩემი მადლიერება არ არის ფორმალობა, რადგან ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთის გარანტიები უკრაინისთვის არასოდეს იქნება ფორმალობა. ამ თითქმის ათმა კვირამ დაამტკიცა, რომ შენი სიტყვა მტკიცეა და შენი ქმედებები გადამწყვეტი. ყოველგვარი „თითქმის“ გარეშე. მეზიზღება სიტყვა – „თითქმის“. ასევე, მნიშვნელოვანია მელინდა სიმონსის დაბრუნება და პრემიერ-მინისტრ ჯონსონის ბოლო ვიზიტი ძალიან რთულ დროს და ძალიან საჭირო მომენტში. ჩვენმა გასეირნებამ კიევის ქუჩებში აჩვენა მსოფლიოს, რომ ის გრძნობს უკრაინის გულს. და ეს ტკივილია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იქ შევხვდით, მათი სიტყვები, თვალები, ღიმილი და საჩუქრები – უკვე ცნობილი მამლები, იგივე ბოროდიანკაში – ამ ყველაფერმა აჩვენა მსოფლიოს, რას გრძნობს ჩვენი უკრაინული სული – შეუპოვრობა, ურღვევობა, გამარჯვების იმედი. დღეს მე, ჩვენს პარლამენტს და მთელ უკრაინელ ხალხს შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ: მადლობა ბრიტანეთს! მადლობა, მეგობრებო!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა