ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მთავრობას ევროკავშირის კითხვარის სწრაფად შევსება ვაცადოთ-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 541 მთავრობას ევროკავშირის კითხვარის სწრაფად შევსება ვაცადოთ-შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის კითხვარზე მუშაობის პროცესი მთავრობის განსახორციელებელია.

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვარი არ არის განსაკუთრებული.

„ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის შესავსებად შემჭიდროებული ვადებია. ევროკავშირმა ნაბიჯი თავად გადმოდგა, რომ კითხვარი შემჭიდროებულ ვადებში შეადგინა და ამას იმით უნდა ვუპასუხოთ, რომ ასევე შემჭიდროებულ ვადებში ვუპასუხოთ ამ კითხვებს. შეიძლება, ვინმეს კითხვების რაოდენობა ბევრი ან ცოტა ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის მოცულობითი სამუშაო და მნიშვნელოვანია; მთავრობა მუშაობს სამუშაოზე; გასაგებია სურვილი, რომ ყველამ მუშაობის პროცესს ჩახედოს, მაგრამ ეს მუშაობის პროცესი მთავრობის განსახორციელებელია და მთავარია, ყველამ მხარი დავუჭიროთ, მთავრობას ვაცადოთ, კითხვარები სწრაფად შეავსოს. კითხვარში არ არის განსაკუთრებული. შეგიძლიათ, სხვა ქვეყნის კითხვარებიც ნახოთ. ეს არის შეფასება და პასუხები, რაც დაყრდნობილია საკანონმდებლო ჩარჩოს და იმ სისტემას, რაც არის. ეს არის ფაქტობრივი მონაცემები, რაც ქვეყანამ უნდა მიაწოდოს ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა