ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თუ ზელენსკის ოსკარზე არ მიიწვევენ, ჩემს ქანდაკებას გადავადნობ-შონ პენი

ნახვები: 547 თუ ზელენსკის ოსკარზე არ მიიწვევენ, ჩემს ქანდაკებას გადავადნობ-შონ პენი

ამერიკელი რეჟისორი შონ პენი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა, ოსკარს მოუწოდებს, რომ 28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ და სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცენ.

როგორც პენი ამბობს, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა მეტი შეიტყონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და კინოაკადემიამ მის ამ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს.

"თუ აკადემია გადაწყვეტს, ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანები გადაწყვეტენ, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირონ, უკრაინას, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს იმ ტყვიებს და ბომბებს ბავშვებთან ერთად, მაშინ მგონია, რომ ამ ადამიანების საქციელი იქნება ყველაზე სამარცხვინო ჰოლივუდის მთელს ისტორიაში და თუ ასე მოხდება, დაბრუნებისთანავე მე ჩემს ოსკარს გადავადნობ", - განაცხადა შონ პენმა.

შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს, რათა მსოფლიოს რეალობა დაანახოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა