დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

კაია კალასი - ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას ომი სურს

14.04.2025 ნახვები: 422

ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე მუშაობს.

„ერთადერთი გზა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში სერიოზულად ჩაერთოს, მასზე დამატებითი ზეწოლაა. ყველას ინტერესშია, რუსეთი მიხვდეს, რომ უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა და ვერ გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, ყველასთვის ნათელია, რომ თუ მკვლელობების შეჩერება გსურთ, მაშინ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაზარდოთ, რადგან მკვლელობებს ის სჩადის“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში „ევროპის მხრიდან უმნიშვნელოდ არ იქნება მიჩნეული, რადგან რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა