ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება - ევროკომისიამ გამომსვლელთა სია გამოაქვეყნა
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day

თეა წულუკიანი გახარიას - რას იმუქრებით, არსად გაქვთ შესასვლელი, „არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე“

ნახვები: 484 თეა წულუკიანი გახარიას - რას იმუქრებით, არსად გაქვთ შესასვლელი, „არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე“

როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, თქვენგან განსხვავებით შსს მინისტრმა [ვახტანგ გომელაურმა] ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით , - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას.

გიორგი გახარიამ თეა წულუკიანის საპასუხოდ განაცხადა, რომ „გაანებეთ ვახოს თავი, ნუ რევთ ვახოს საქმეში“.

ამასთან, გახარიას საპასუხოდ თეა წულუკიანმა განაცხადა: „თქვენ მე მგონი, წითელი ჯვარი ხართ თუ ყოფილი შსს მინისტრი არ ვიცი. ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ უფრო მაღალკვალიფიციურად, ხან ჩემზე და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყუილებს ამბობდით, რომ მელიას დაკავება პოლარიზაციაა გამოიწვევს, ხოლო ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია თქვენი წასვლა“.

თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.

„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, „რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“.

„რას იმუქრებით, არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით და გინდა გამოდით, არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე მიგიღებენ, ასეა თქვენი საქმე დღეს. თქვენზე მე აღარ ვღელავ, რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა