ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს
საია-ს თავმჯდომარე - მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა - დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა, რაც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
Russian agent who attempted to blow up police officers in Kyiv sentenced to 9 years in prison
Ukrainian cinema causes sensation at film festival in Canada - Consul General
Enemy intensifies repression against population in TOT after successful Ukrainian strikes on Russian targets — NRC

ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19.03.2025 ნახვები: 405

ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

სხდომაზე პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავდა, რომ გელა უძილაურმა 14-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ.

პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.

შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებული უკვე მიიმალა, მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, მისი სასამართლოში წარმოდგენა კი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.

შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის.

რაც შეეხება, მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავდა, უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა.

შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.

პროკურორის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუ რატიმ ჩაიდინა ეს, ამის დასადგენად და გასაგებად ძალისხმევას არ დაიშურებენ, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საგამოძიებო მოქმედებებში ხელს შეუშლის.

დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს. მისივე თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.

ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა