იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს

ნახვები: 505 ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ აცხადებს, რომ TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, მონიტორინგის დაწყება დღეიდან, 18 მარტიდან იგეგმება.

„ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, 11 იანვარს საღამოს დააკავეს, როდესაც მან პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით - რაც იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებმაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა. 12 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, როდესაც ხალხი მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა, რასაც მისი დაუყონებლივ ხელახალი დაკავება მოჰყვა“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და მას სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე.

„ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფონდში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე მთავრობის პასუხმა, რომელიც ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტებზე თავდასხმით, საერთაშორისო კრიტიკა და განგაში გამოიწვია.

„საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც სამართალდამცავი თანამშრომლები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად, ან ხელი შეუშალეს მათ მუშაობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა