იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა ნამდვილად სურს

ნახვები: 466 ემანუელ მაკრონი - რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა ნამდვილად სურს

ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე წერს.

„შაბათს უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეხვედრისა და გუშინ აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამბედაობა გამოიჩინა და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება მიიღო. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. კმარა სიკვდილი. კმარა განადგურებული სიცოცხლე. კმარა ნგრევა“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, „იარაღის ხმა უნდა დადუმდეს. სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. ეს არის ყველა პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. პრეზიდენტი ტრამპი ამის ერთგულია“.

„ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინოთ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახლა შეტევის საშუალებას არ მისცემს“, - აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა