წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

გიული ალასანია - ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს

17.03.2025 ნახვები: 469

ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სააკაშვილისთვის 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე მოსამართლის განაჩენს.

ალასანიას თქმით, მის შვილს ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებისთვის სჯიან.

„ის არის ადამიანი, რომელმაც არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და მიიღო ეს, ამის გამო ისჯება. ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვირთ, ვინაიდან „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა