იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ვილი სანიოლი - ახლა მთავარი „B“ ლიგაში დარჩენაა

ნახვები: 484 ვილი სანიოლი - ახლა მთავარი „B“ ლიგაში დარჩენაა

სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A” - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი - ახლა კი მთავარი "B" ლიგაში დარჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან, ორრაუნდიანი პლეი-ოფის წინ და შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლის განცხადებით, სომხეთთან მატჩის დროს შანსი ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ და იმედოვნებს, რომ მატჩის წინ ყველა ფეხბურთელი შესაბამის ფორმაში იქნება.

„შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გადაიღალნენ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება.

კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი კი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით. სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. „A“ - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც „C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი.

პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება...

გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და „აიაქსი“ ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ.

ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარია სათამაშო ფორმა.

ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახებაც. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად საკმაოდ მოუქნელი სისტემაცა.

სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო.

ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს.

ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ.

„ემპოლი“ სამი მცველით თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბა გოგლიჩიძე ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი „B“ -ლიგაში დარჩენაა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და სანაკრებო კურატორის, ალექსანდრე იაშვილი შეფასებით, მთავარი მიზანი ახლა „ბ“- ლიგაში დარჩენა და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშია.

„ჩვენი მიზანია, „B“ ლიგაში დავრჩეთ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშოთ. ამაში „დინამო არენა“ ძალიან დაგვეხმარება, ბევრი გულშემატკივარი დიდი ძალაა. გვიხარია, რომ აქ ვბრუნდებით. გულშემატკივრების გარეშე წარმატებას არც აქამდე მიგვიღწევია და არც მომავალში გამოგვივა. მათი იმედი ახლაც გვაქვს.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ყოველთვის სწორი კომუნიკაცია გვაქვს. ივნისის ამხანაგურ მატჩებსა და შესაძლო მეტოქეებზე ამ მატჩების შემდეგ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის პირველი დაპირისპირება 20 მარტს ერევანში გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი, 23 მარტს, დინამო არენაზე ჩატარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა