იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

პეტრე ცისკარიშვილი - რეჟიმს მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია

ნახვები: 534 პეტრე ცისკარიშვილი - რეჟიმს მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია

ეს არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“, ამის გამოვლინება. ამ რეჟიმს მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი არასდროს გათავისუფლდეს.

„ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმეა. თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წელიწადში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობის და უპერსპექტივობის გამო, უამრავი მათგანი, მათ შორის აშშ-ში სხვა ქვეყნიდან შეიპარა, გადავიდა, საზღვარი გადაკვეთა და ერთ კვირაში ყველანი თავისუფლებაზე იყვნენ. საზღვრის კვეთა თავისთავად რა ტიპის „დანაშაულიც“ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს ასე აქვს საზღვარი გადაკვეთილი და შესულები არიან სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში სიღარიბეს და უპერსპექტივობას გაექცნენ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„სინამდვილეში დევნიან არა იმის გამო,რომ ეს ძალიან დიდი დარღვევაა და ვინმეს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან საქართველოში ბილიკებით შემოპარული, საქართველოში თვეობით ცხოვრობდნენ და კაციშვილს არ მოუკითხავს. სინამდვილეში, ყველაზე სერიოზული და საშიში პოლიტიკური ოპონენტია მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმისთვის და უნდათ ეს საქმე ჰქონდეთ მასზე „მიკერებული“ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებაზე ის ვერასდროს აღმოჩნდეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ის განაჩენს 17 მარტს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა