იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს - მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას

ნახვები: 522 ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს - მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას, - ასე მიმართა ადვოკატმა თამარ კორძაიამ მოსამართლე სალიხ შაინიძეს, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.

მზია ამაღლობელი ადვოკატ თამარ კორძაიასთან ერთად, დისტანციურად ესწრება სასამართლო პროცესს. დღევანდელი პროცესი კი ეხება 11 იანვარს მომხდარს, როდესაც მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული წესით დააკავა, კერძოდ კი, პოლიციის შენობისთვის ე.წ. სტიკერის გაკვრაზე.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ამ სტიკერის გაკვრით პოლიციის შენობის იერ-სახე არ დამახინჯებულა.

„ჩვენ ამ პროცესზე არ ვაპირებთ საუბარს იმაზე, მზია ამაღლობელი დამნაშავეა თუ არა იმ ბრალდებაში, რაშიც სისხლის სამართლის წესით ედავება მას პროკურატურა, მაგრამ მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით არ იმსახურებს პატიმრობას. ერთადერთი, რის გამოც მზია ამაღლობელი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის ზუსტად ის, რომ მოსამართლემ, ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო ჩათვალა, რომ ის დანაშაულს კიდევ ჩაიდენს. პირადად ჩემთვის, როგორც მზიას ადვოკატისთვის ეს პროცესი გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ამ პროცესში მტკიცებულებებში უფრო მეტი სიყალბეა. მადლობა თქვენ, რომ იმ მოსამართლისგან განსხვავებით მოწმეები დაუშვით და იმედი მაქვს, რომ მოწმეები თავიანთი ჩვენებებით ამ ოქმებს გააქარწყლებენ. ამ ოქმიდან გამომდინარე მათ სურთ, რომ მზია ამაღლობელი დატოვონ წინასწარ პატიმრობაში. მე არ ვლაპარაკობ სისხლის სამართლის ბრალდების კანონიერებაზე, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება თუ არა საქმეზე“, - მიმართა მოსამართლეს თამარ კორძაიამ.

ამასთან, როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, მზია ამაღლობელი დააკავეს შენობის გარეთ, სტიკერის გაკვრის დროს და ის შენობაში შემდგომ შეიყვანეს.

„მათ აქვთ მცდელობა, თქვან, თითქოს, მზია მანამდე დაკავებული არ იყო, უბრალოდ შეიყვანეს შენობაში, შემდეგ შენობაში აგრძელებდა შეურაცხყოფას და იმიტომ დააკავეს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა