ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

მერცი - ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ

ნახვები: 486 მერცი - ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ.

„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ… ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ”, - განაცხადა მერცმა რადიო Deutschlandfunk -ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან (საფრანგეთთან და ბრიტანეთთან)”.

მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.

გერმანია, მეორე მსოფლიო ომის წარსულიდან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებით, არაბირთვულ თავდაცვაზეა მიბმული, შესაბამისად, ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ტერიტორიაზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განთავსებული.

ცნობისთვის,მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი ხარჯების გაწევის გეგმას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. მაკრონის თქმით, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა