ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

მარკო რუბიო - უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია

ნახვები: 445 მარკო რუბიო - უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია

უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ დამუქრებია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მარკო რუბიო გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, „თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ“.

„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, - დაწერა რუბიომ და გააზიარა სიკორსკის განცხადება.

რუბიოს აღნიშნულ „ტვიტს“ მოგვიანებით ელონ მასკმა უპასუხა, რომ „რასაც სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, აბსოლუტურად სწორია".

შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. მასკის სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა პოლონელი მინისტრის გამოხმაურება, რომ „უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა