ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან

ნახვები: 520 პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ „ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ“.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ასევე გზავნილი, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, „ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“.

„ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით და ის, რისი იმედიც ივანიშვილის რეჟიმს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს ვინმე თავზე ხელს გადაუსვამდა, არ მოხდება. მთავარი სიგნალი და „მესიჯი“, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ „ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“. ასევე ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოლა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „MEGOBARI აქტის“ სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორპარტიული კანონპროექტი „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა