ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა

ნახვები: 497 თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა

მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summitი - წლის მთავარი ღონისძიება CX-ის მიმართულებით. სამიტის მონაწილეებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო CX ექსპერტებმა ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან, მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომები და პრაქტიკები გაუზიარეს.

სამიტი გაიხსნა CX Hub-ს თანადამფუძნებლებისა და TBC-ის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის მაკუნა თავბერიძის მისასალმებელი სიტყვით ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. მომხმარებლის გამოცდილების მართვის ექსპერტებს შორის იყვნენ დარგის წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები ამერიკული და ევროპული ბაზრის გამოცდილებით: იან გოლდინგი - Customer Experience Consultancy | CXPA (UK), შონ ბელდინგი - CX Global Guru | The Belding Group (Canada), ოლგა პოტაპცევა - European Customer Consultancy | CX Panda (UK), ჯულიან ჰავესი - Qmatic (UK), ნიკ ვან ლანგენდონქი - Unbossers Network (Belgium).

სამიტზე CX Hub-მა, საქართველოში პირველად, წარადგინა მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდო - CX Award Georgia, რომლის ნომინანტებიც გახდნენ კომპანიები: Fina2, Orson, Radars, Waitercall, Carrefour, Hellio.ai.

CX Business Summit-ის ფარგლებში ასევე გაიმართა CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებელი წევრის - იან გოლდინგის ვორქშოფი.

წელს უკვე მეორედ CX Business Summit Georgia-ს სტატისტიკა ციფრებით კიდევ ერთხელ ახდენს ვალიდაციას, რომ CX Hub მომხმარებელზე ფოკუსის გადააზრებით და მხარდაჭერით განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის ქართული ბიზნესისთვის: 350 სტუმარი, 80-მდე ქართული ბიზნესი და 10-მდე ინდუსტრია - წარმოდგენილი CX Business Summit-ზე ფინანსური, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციების, IT, საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამედიცინო, ელ.კომერცია, საცალო ვაჭრობის, სამშენებლო და სხვა სექტორებიდან.

თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია, რომელსაც მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub აორგანიზებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში.

„თიბისიში გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა ბიზნესის მდგრადი ზრდის საფუძველია. უკვე ორი წლის განმავლობაში CX ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნისადმი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაუგონ და მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელებისა და ინდუსტრიებს შორის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის პრაქტიკების გაზიარებისთვის" - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო

საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და

თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და CX Management სისტემების დანერგვაში.

 

ღონისძიების ორგანიზატორია: CX Hub - მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო

გენერალური პარტნიორი: თიბისი

პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა