ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - რუსებმა უკრაინის ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

ნახვები: 507 უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - რუსებმა უკრაინის ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურაზე, 7 მარტის ღამეს, მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის განადგურებას ისახავს მიზნად. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ობიექტები.

„უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურა კვლავ მასიური სარაკეტო და დრონით თავდასხმის ქვეშაა. შეძლებისდაგვარად, მაშველები და ენერგეტიკოსები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად. ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

გალუშჩენკომ უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა