ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

რუსეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია, არიან დაშავებულები - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

ნახვები: 521 რუსეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია, არიან დაშავებულები - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცაში Tu-95MS ბომბდამშენები იმყოფებიან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქში დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, შენობის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი.

ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ.

უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა.

„რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ინტენსიური აქტივობის გამო, რომელიც უტევს სამიზნეებს, კერძოდ, უკრაინის დასავლეთში, პოლონურმა და მოკავშირეთა ავიაციამ ჩვენს საჰაერო სივრცეში ოპერირება დაიწყო. აფრენილ იქნა მოიერიშე თვითმფრინავები, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემებმა მზადყოფნის უმაღლეს მდგომარეობას მიაღწიეს“, - ნათქვამია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა