ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ადვოკატები სასამართლოში ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ გეგელიას გამოკითხვას ითხოვენ

ნახვები: 549 ადვოკატები სასამართლოში ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ გეგელიას გამოკითხვას ითხოვენ

მოვითხოვთ, ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას, სასამართლოში გამოკითხვას , - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს.

ადვოკატები მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, აღნიშნული შუამდგომლობა ღიად დატოვა.

“გრიგოლ ბესელიამ უშუალოდ დააკავა, ხოლო ირაკლი დგებუაძე პროცესს ესწრებოდა, რომელიც ამბობდა, რომ მზია ამაღლობელი 150-ე მუხლით არის დაკავებული, რის გამოც მის გამოკითხვას ვითხოვთ”,- აღნიშნეს ადვოკატებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას სასამართლოზე მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

“არ ვფიქრობთ, რომ მათი ჩვენება შემხებლობაა ამ საქმეში, გრიგოლ ბესელიას ნაწილშიც შუამდგომლობის დაკმაყოფილების [მიზეზს] ვერ ვხედავთ, ნათლად ჩანს ვინ არის დამკავებელი. გრიგოლ ბესელია არის დამკავებელი თუ არა, ეს არაა განხილვის საგანი, დღეს სასამართლო სამართალდარღვევის ფაქტს განიხილავს. დიახ, ეს ადამიანები ციდან არ ჩამოვარდებოდნენ, იქნებოდნენ ადგილზე, იყო პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა. ეს ადამიანები დაკავების ფაქტს შეესწრნენ, ასევე, წინა პერიოდის სრული მომსწრენი არიან”,- აღნიშნა შსს წარმომადგენელმა

აღნიშნული მოსაზრებების გამო, მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

“ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხდომის მიმდინარეობა. არ მინდა არცერთი მხარე შეგზღუდოთ, მიმაჩნია, ვტოვებ ღიად შუამდგომლობას ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას საკითხზე”, - აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა